Aa
Aa

11 ქულა და დასანანი მარცხი - მამუკელაშვილის სეტონ ჰოლს მარტის სიგიჟეში მოხვედრის შანსი შეუმცირდა

სანდრო მამუკელაშვილის „სეტონ ჰოლი“ Big East-ის კონფერენციის ერთ-ერთ აუტსაიდერთან, „ბატლერთან“ დამარცხდა. შეხვედრა საკმაოდ დაბალშედეგიანი გამოვიდა. „მეკობრეებმა“ პირველი ტაიმი 26-24 მოიგეს, მაგრამ მეორე ნახევარი ჩააგდეს, მეტოქეზე 11-ით ნაკლები, 26 ქულა დააგროვეს და 52-61 წააგეს.

მამუკელაშვილმა პარკეტზე 35 წუთი გაატარა და ცუდი მატჩი ჰქონდა. „მამუმ“ თავი 11 ქულას, 3 მოხსნასა და 1 შედეგიან გადაცემას მოუყარა. სანდრომ 13-დან 4 სროლა გამოიყენა და 9-დან 3 სამქულიანი ჩააგდო. მან 2 საჯარიმო გააფუჭა, ბურთი 6-ჯერ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.

„სეტონ ჰოლი“ ზედიზედ მეორედ დამარცხდა და „მარტის სიგიჟეში“ მოხვედრის შანსები მკვეთრად შეიმცირა. ამ ეტაპზე, „მეკობრეებს“ 13 მოგება და 10 წაგება აქვთ, ხოლო Big East-ის კონფერენციაში 10-ჯერ იმარჯვეს.

მამუკელაშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას 4 მარტს გამართავს და თბილისის დროით 03:30-ზე „კონექტიკუტს“ დაუპირისპირდება, რომელსაც 11 გამარჯვება და 6 მარცხი აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები