Aa Aa
24 თებერვალი 2021  |  17:49

მორიგი მარცხი - ბასილაშვილმა რეიტინგის 113-ე ნომერთან წააგო

ნიკოლოზ ბასილაშვილის წარუმატებელი სერია გრძელდება. საფრანგეთში, მონპელიეს 250 ქულიანი კატეგორიის ტურნირზე ქართველი ჩოგბურთელი 113-ე ჩოგანს გრეგორი ბარერის დაუპირისპირდა და ორ სეტში იდენტური ანგარიშით 4:6 4:6 დამარცხდა.

ეს წაგება ნიკოლოზისთვის ზედიზედ მეოთხე იყო. უკანასკნელად ბასილაშვილმა ანტალიის ჩემპიონატზე გაიმარჯვა, სადაც ადგილობრივ ალტუგ ჩელიკბილეკს აჯობა. ამის შემდეგ ქართველი იმავე გათამაშებაში და მინაურთან დამარცხდა. ჰამბურგის 2-გზის გამარჯვებულმა ანტალიიდან მელბურნშ გადაინაცვლა და მარიო მარტინესთან წააგო. 

დღევანდელ შეხვედრამდე კი ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობაზე დამარცხდა. მისი მეტოქე ამერიკელი ტომი პაული იყო.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი გრეგორი ბარერის აქამდეც შეხვედრია. ეს მოთამაშეები პირველად მეცში შეხვდნენ და გამარჯვება "ჩვენებურმა" მოიპოვა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში