ისტორიული გრანდ სლემი - ლეგენდარული ტედი რინერი თბილისში იასპარეზებს
Aa
Aa

ისტორიული გრანდ სლემი - ლეგენდარული ტედი რინერი თბილისში იასპარეზებს

საფრანგეთის ძიუდოისტთა ეროვნული გუნდის ლიდერი, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს რვაგზის და ევროპის ხუთგზის ჩემპიონი ტედი რინერი თბილისის გრან სლემზე იასპარეზებს.

საფრანგეთის ვაჟთა და ქალთა ნაკრები თბილისში უძლიერესი შემადგენლობით გამოვა.

ძიუდოში თბილისის გრან სლემი 26 -28 მარტს ჩატარდება.

დღევანდელი მონაცემებით ტურნირზე 34 ქვეყნის 141 ძიუდოისტია რეგისტრირებული. რაც ნამდივალდ საბოლოო არ არის და ტურნირის დაწყებამდე მოწალიეთა რაოდენობა აუცილებლად გაიზრდება.

შეგახსენებთ,რომ თბილისის გრანდ სლემი პირველად გაიმართება. „გრან პრის“ „გრანდ სლემად“ გადაკეთების შეთავაზება საქართველომ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციისგან გასულ წელს მიიღო.

ქვეყნის მთავრობასთან კონსულტაციების გავლის შემდეგ კი, ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი ათაბეგაშვილმა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციას თანხმობის წერილი გაუგზავნა.

აღსანიშნავია,რომ ტურნირის ჩატარება 900 ათასი ლარით მეტი ჯდება ვიდრე გრან პრის შეჯიბრი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები