Aa Aa
22 თებერვალი 2021  |  23:03

მორიგი აღიარება - მამუკელაშვილი Big East-ის კვირის სიმბოლურში კიდევ ერთხელ მოხვდა

NCAA-ის Big East-ის კონფერენციამ, რომელშიც „სეტონ ჰოლი“ ასპარეზობს, სანდრო მამუკელაშვილი კიდევ ერთხელ გამოარჩია. „მამუ“ კვირის სიმბოლურ ხუთეულში, Big East Honor Roll-ში მოხვდა.

„მამუკელაშვილი კვირის განმავლობაში, რომელშიც სეტონ ჰოლმა 2-დან 1 შეხვედრაში იმარჯვა, საშუალოდ 23.5 ქულას, 8 მოხსნასა და 3.5 შედეგიან გადაცემას აგროვებდა. დეპოლის წინააღმდეგ გამართულ მატჩში, რომელიც მეკობრეებმა 60-52 მოიგეს, სანდროს 25 ქულა, 11 მოხსნა, 4 ასისტი და 2 დაფარება ჰქონდა“, - წერს Big East-ის კონფერენციის ვებგვერდი.

მამუკელაშვილი მიმდინარე სეზონს შესანიშნავად ატარებს და ნეისმიტის თასის მოგების შანსი აქვს. ეს ჯილდო ამერიკის კოლეჯთა ლიგის წლის საუკეთესო კალათბურთელს გადაეცემა და ახლახან The Atlanta Tipoff Club-მა, რომლის მიერაცაა ეს ჯილდო დაწესებული, შუა სეზონის 30 ნომინანტი დაასახელა. „მამუ“ ერთ-ერთი მათგანია და ტრიუმფატორის ვინაობა 4 აპრილს, საჩემპიონო თამაშამდე ერთი დღით ადრე გაირკვევა.

შეგახსენებთ, რომ მამუკელაშვილი მიმდინარე სეზონში საშუალოდ 18.1 ქულას, 7.3 მოხსნას, 3.2 შედეგიან გადაცემასა და 1.1 ჩაჭრას აგროვებს. ქართველი კალათბურთელის გუნდს 13 მოგება და 9 მარცხი აქვს და მომდევნო ჯახი 25 თებერვალს, „ბატლერის“ წინააღმდეგ ელის.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში