"ლესტერის" გულშემატკივრებმა ორიგინალური გადაწყვეტილება მიიღეს!
როგორც მოგეხსენებათ, "პრემიერლიგის" გასულ ტურში, "ლესტერის" თავდამსხმელი ჯეიმი ვარდი, მატჩის მთავარმა არბიტრმა, მეტოქე ფეხბურთელთან უხეშობის გამო მოედნიდან გააძევა. მოგვიანებით კი, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის სადისწიპლინო კომიტეტმა, ფეხბურთელი 3 მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.
აღნიშნულმა ფაქტმა, "ლესტერის" გულშემატკივართა შორის უდიდესი აღშფოთება გამოიწვია და მათი გადაწიყვეტილებით, დღეს პროტესტის ნიშნად, თითოეულ ქომაგს სახეზე ჯეიმი ვარდის ნიღაბი ეკეთება. ამის შესახებ საზოგადოებას "Daily Mail"-ის ჟურნალისტმა, მაიკ ანსტედმა საკუთარი "ტვიტერის" საშუალებით აცნობა.
"ლესტერსა" და "ევერტონს" შორის მატჩი დღეს, თბილისის დროით 19:00 წუთზე აიღებს სტარტს.