პეპე "რეალს" დატოვებს?
მადრიდის "რეალის" პორტუგალიელ მცველ პეპეს გუნდთან კონტრაქტი იანვარში ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება.
როგორც ირკვევა, მისი ხელში ჩაგდება ჩინურ კლუბ "ჰებეის" სურს, რომლის თავკაციც "რეალისა" და პეპეს ყოფილი დამრიგებელი მანუელ პელეგრინია.
ჩინელები პეპეს ხელფასის სახით წელიწადში 10 მილიონ ევრის სთავაზობენ, მაშინ როცა მისი ამჟამინდელი ანაზღაურება 4.5 მილიონი ევროა.
34 წლის ფეხბურთელის აგენტის, ჟორჟე მენდეშის თქმით, იგი სხვადასხვა კლუბებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, თუმცა არ დაუკონკრეტებია რამდენადაა მათ შორის "ჰებეი".
მომზადებულია MARCA.COM-ის მიხედვით