ბრწყინვალე ასპარეზობა - ქართველი მოკრივეები ფინალში გავიდნენ
Aa
Aa

ბრწყინვალე ასპარეზობა - ქართველი მოკრივეები ფინალში გავიდნენ

უნგრეთში მიმიდნარე კრივის საერთაშორისო ტურნირზე ლაშა გურული და ნიკოლოზ ბეგაძე ფინალში გავიდნენ.

63 კილოგრამ წონით კატეგორიის ნახევარფინალში გურულმა უნგრელი მოკრივე მილან ფოდორი დაამარცხა და ხვალ მომდევნო ეტაპზე ასავე უნგრელს რიჩარდ კოვაჩს დაუპირისპირდება. 

ნახევარფინალამდე გურულმა მხოლოდ ერთი ბრძოლა გამართა. მეოთხედფინალში ჩვენმა მოკრივემ დანიელ დანის აჯობა.

+91 კილოში კი ნახევარფინალში ბეგაძემ რუმინელი კრისტიან ფილიპი დაამრცხა და ფინალში ინგლისელი ფრეიზერ კლარკს დაუპირისპირდება. 

ნახევარფინალამდე ბეგაძემ 2 მეტოქეს იტალიელ მირკო კარბოტისა და უნგრელ ლევენტე კისს მოუგო.

შეგახსენბთ,რომ ქართველი მოკრივეები ოლიმპიური ლიცენზიების მოსაპოვებლად ემზადებიან.

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საგზური უკვე მოპოვებული აქვს თბილისელ მოკრივეს სახილ ალახვერდოვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები