მატჩის წინ - კაშიმა VS  რეალი
Aa
Aa

მატჩის წინ - კაშიმა VS რეალი

დღეს 14:30 საათზე იაპონიაში მიმდინარე მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე, ფინალური მატჩი, ადგილობრივ "კაშიმასა" და მადრიდის "რეალს" შორის გაიმართება. 

იაპონელებმა 1/2 ფინალში კოლუმბიური "ატლეტიკო ნასიონალი" 3:0-ზე გაანადგურეს, ხოლო ესპენელებმა მექსიკური "ამერიკა" ჩამოიშორეს გზიდან - 2:0. 

ზინედინ ზიდანის გუნდი, "ჩემპიონთა ლიგისა" და "უეფას" სუპერთასის შემდეგ, მე-3 დიდი ტიტულის მოგებას ეცდება. მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი "რეალს" ისტორიაში 4-ჯერ აქვს მოგებული, ბოლოს ეს 2014 წელს, ფინალში არგენტინული "სან ლორენსოს" დამარცხებით გააკეთა.

ტურნირის გამარჯვებული როგორც მწვრთნელი და როგორც ფეხბურთელი

ზიდანს შეუძლია გახდეს მე-4 ადამიანი, ვინც ამ ტურნირს ფეხბურთელისა და მწვრთნელის რანგში მოიგებს. აქამდე ეს ლუის კუბილიამ ("ოლიმპია"), ხუან მუისამ ("ნასიონალი") და კარლო ანჩელოტიმ შეძლეს. 

კაპელოს რეკორდი

ფაბიო კაპელოს ხელმძღვანელობით "რეალმა" 1996-1997 წლების სეზონი ზედიზედ 25 მატჩიანი წაუგებელი სერიით გახსნა (იგულისხმება ყველა ოფიციალური ტურნირი). ხოლო ზიდანმა 1/2 ფინალში "ამერიკას" დამარცხებით, მისი რეკორდი დაამხო, დღეს კი თუ მისი ბიჭები არ წააგებენ ეს იქნება ზედიზედ 26-ე წაუგებელი მატჩი სეზონის სტარტიდან მოყოლებული. 

რამოსი ბრუნდება, პეპე გამოირიცხა...

გადაწყვეტილია, რომ დღევანდელ შეხვედრაში ესპანელებს სერხიო რამოსი უკაპიტნებს. მან 1/2 ფინალური დაპირისპირება კუნთის პრობლემის მიზეზით გამოტოვა, თუმცა სადღეისოდ მზადაა. სამაგიეროდ დაშავდა პეპე, ვისი თამაშიც ამთავითვე გამორიცხულია. 

ფულადი ჯილდო გამარჯვებაზე

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი ღირსება მისი სოლიდური ფულადი ჯილდო რომ გახლავთ, ეს ახალი არავისთვისაა. როგორც ირკვევა, ტურნირის გამარჯვებული ჯამში 4 მილიონ 784 ათას ევროს მიიღებს. 

მსაჯი: ჯენი სიკაზვე (ზამბია). ეს 37 წლის რეფერი საკმაოდ პერსპექტიულად ითვლება და ვარაუდობენ, რომ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე, აფრიკის კონტინენტის ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენელი იქნება. მე-4 არბიტრის ფუნციებს, ყველასათვის ცნობილი უნგრელი, ვიქტორ კაშაი შეითავსებს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები