ოფიციალურად: სუარესმა
Aa
Aa

ოფიციალურად: სუარესმა "ბარსასთან" გაახანგრძლივა!

"ბარსელონას" ურუგვაელმა ფორვარდმა, ლუის სუარესმა, კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივა. 

მან ახალ კონრაქტს ხელი "ბლაუგრანას" პრეზიდენტთან, ხოსეპ მარია ბარტომეუსთან ერთად მოაწერა და იქვე ფაქტის აღმნიშვნელი ფოტოც გადაიღო.

ხელშეკრულების თანახმად, 29 წლის "ელ პისტოლეროს" გამოსასყიდი თანხა 200 მილიონი ევრო იქნება. 

სუარესი "ბარსაში" 2014 წელს გადავიდა და მას შემდეგ კლუბის მაისურით ჩატარებულ 116 შეხვედრაში, 97 გოლის გატანა შეძლო. 

 

მომზადებულია AS.COM-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები