დაცინვა არ წყდება - კონორს სოციალურ ქსელში არ ინდობენ
Aa
Aa

დაცინვა არ წყდება - კონორს სოციალურ ქსელში არ ინდობენ

UFC 257-ის ფარგლებში აბუ-დაბიში „ეტიჰად არენაზე“ ჯერჯერობით წლის მთავარი ბრძოლა შედგა - კონორ მაკგრეგორი დასტინ პორიეს წინააღმდეგ.

ბევრისთვის მოულოდნელად ამერიკელმა ბრძოლა მოიგო და თან ისე, რომ კონორი მეორე რაუნდში გათიშა.

პირველი რაუნდის სტარტზე პორიემ კონორი თეიქდაუნში მალევე გადაიყვანა, რაც მისგან სწორი ტაქტიკა იყო, თუმცა ირლანდიელი მალევე წამოდგა და მისი საფირმო მხრით დარტყმა შეასრულა.

კონორმა მარჯვენა ხელით ერთი ეფექტური დარტყმა მალევე განახორციელა და პორიეს დგომი შეირყა, პასუხს დასტინიც არ აგვიანებდა, თუმცა კონორის დარტყმები უფრო ეფექტური იყო.

პირველი რაუნდი კონორმა წაიღო.

მეორე რაუნდი მაკგრეგორმა შეტევებით დაიწყო, თუმცა მას დასტინ პორიემ მოულოდნელად დარტყმების სერია მოუწყო. „ნოტორიუსმა“ ერთი გაატარა, რის შემდეგაც ნათელი გახდა, რომ მისი საქმე უკვე ცუდად იყო. საბოლოოდ მეორე რაუნში პორიემ ბრძოლა ნაადრევად დაასრულა და დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვა.

ამის შემდეგ სოციალურ ქსელში ირლანდიელი სპორტსმენის მისამართით სახუმარო პოსტები არ წყდება. კონორი არ დაინდეს და მასზე ბევრი დამცინავი სურათი გავრცელდა.

შეგახსენებთ, რომ კონორ მაკგრეგორმა პორიესთან ბრძოლისთვის დაახლოებით 25 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები