ტოჩინოშინის სრული ფიასკო - 11 მარცხი სუპერტურნირზე და წარუმატებელი დასკვნითი დღე
Aa
Aa

ტოჩინოშინის სრული ფიასკო - 11 მარცხი სუპერტურნირზე და წარუმატებელი დასკვნითი დღე

2021 წლის პირველი სუპერტურნირი, ''ჰაცუ ბაშო'' ტოჩინოშინისთვის ძალიან წარუმატებელი გამოვიდა. ტურნირის დასკვნით დღეს მისი მეტოქე მე-12 მაეგაშირა ტერუცუიოში იყო. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოვიდა, თუმცა უპირატესობა ტერუცუიოშიმ მოიპოვა და ქართველი დოჰიოდან გადაიყვანა. მეტოქემ გამარჯვება იორიკირის ილეთით მოიპოვა.

დღევანდელ შეხვედრამდე ქართველისა და ტერუცუიოშის სამივე დაპირისპირება გასულ წელს შედგა. 2020 წელს ტოჩინოშინმა მას ერთ შეხვედრაში სძლია, თუმცა ორჯერ დამარცხდა. დღევანდელი შერკინებაც ტერუცუიოშის გამარჯვებით დასრულდა და ახლა უკვე მას ქართველთან 3 გამარჯვება აქვს მოპოვებული.

ტოჩინოშინისთვის 2021 წლის სუპერტურნირი წარუმატებელი იყო, 11 შეხვედრაში დამარცხდა და მხოლოდ 4 გამარჯვება მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები