Aa
Aa

სუპერ ბოულის პირველი ქალი მსაჯი - სარა ტომასი ისტორიაში შევიდა

სარა ტომასი ამერიკული ფეხბურთის 100-წლიან ისტორიაში პირველი ქალი მსაჯია, რომელიც „სუპერ ბოულს“ მოემსახურება. ინფორმაცია ოფიციალურად NFL-ის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, ტროი ვინსენტმა დაადასტურა.

„სარა ტომასი ისტორიის დაწერას აგრძელებს. მისი პერფორმანსი და საქმისადმი მიდგომა უკვე იმის წინაპირობაა, რომ „სუპერ ბოული“ იმსაჯოს. ვულოცავ სარას ამ ღირსშესანიშნავ პატივს“.

ზოგადად, სარა ტომასი NFL-ის ისტორიაში პირველი ქალი სრულუფლებიანი არბიტრია. იგი ამერიკულ საფეხბურთო ლიგაში 2015 წლიდან მუშაობს. 2019 წელს ასევე პირველი ქალი მსაჯი გახდა, რომელმაც პლეი-ოფის შეხვედრა განსაჯა.

როგორც მოგეხსენებათ, NFL-ში ამჟამად სწორედ პლეი-ოფის ეტაპია, „სუპერ ბოულს“ კი 7 თებერვალს, კალიფორნიის ქალაქ ინგლვუდში მდებარე SoFi Stadium-ი უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები