ჯორჯ ფლოიდის ოჯახს სახლი აჩუქა - კაირი ირვინგის ღირსეული საქციელი
Aa
Aa

ჯორჯ ფლოიდის ოჯახს სახლი აჩუქა - კაირი ირვინგის ღირსეული საქციელი

NBA-ს და "ბრუკლინ ნეთსის" ვარსკვლავმა კაირი ირვინგმა ჯორჯ ფლოიდის ოჯახს ძვირადღირებული სახლი აჩუქა. ინფორმაციას MUNDODEPORTIVO ავრცელებს. ამერიკელ კალათბურთელს მხარი ცნობილი რეპერის ლილ უეინის აგენტმაც აუბა და გარდაცვლილის ოჯახს უახლესი "მერსედესი" აჩუქა.

კაირი ირვინგი ყოველთვის გამოირჩეოდა ქველმოქმედებით და რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლით. გასული წლის ივლისში 28 წლის კალათბურთელმა WNBA-ს ლიგის კალათბურთელების ხელფასებისთვის საკუთარი ბიუჯეტიდან 1.5 მილიონი დოლარი გამოყო.

შეგახსენებთ, რომ ჯორჯ ფლოიდი გასული წლის 25 მაისს მოკლეს. მინეაპოლისის პოლიციის განცხადებით, ადგილზე მისვლისას მათ დააკავეს 46 წლის შავკანიანი მოქალაქე ჯორჯ ფლოიდი, რომელიც თავის ავტომანქანაში იმყოფებოდა. გარდა ამისა, პოლიცია აცხადებს, რომ ეჭვმიტანილი, მათთვის მიწოდებული ცნობის თანახმად, „იჯდა ლურჯ მანქანაში და, როგორც ჩანს, ალკოჰოლური თუ სხვა რამის ზეგავლენის ქვეშ იყო“.

ფლოიდის დაკავებისას, უკვე პოლიციის მანქანასთან სამართალდამცავებმა ძირს დააწვინეს, ერთ-ერთმა მათგანმა, დერეკ ჩაუვინმა კი ყელზე მუხლი დაადო. დაკავებისას ადგილზე იყვნენ თვითმხილველები, რომელთა გადაღებული ვიდეოებიც სოციალურ ქსელებში გავრცელდა

„ვეღარ ვსუნთქვავ“; „მომკლავენ“ – ისმის ფლოიდის ხმა ვიდეოში. თუმცა, მიუხედავად ამ თხოვნისა, პოლიციელი რამდენიმე წუთის განმავლობაში ფლოიდის კისერს მუხლით აწვებოდა. ფლოიდი შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, ექიმებმა ის ვერ გადაარჩინეს.

ფლოიდის სიკვდილს მასობრივი აქციები მოჰყვა. დემონსტრანტები აპროტესტებენ ჯორჯ ფლოიდისადმი ძალადობირივ მოპყრობას და ქვეყანაში სისტემური რასიზმისა და პოლიციური რეჟიმის არსებობაზე საუბრობენ.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები