საერთაშორისო ტურნირი - ბოლქვაძის გამარჯვება და გორგოძის მარცხი
Aa
Aa

საერთაშორისო ტურნირი - ბოლქვაძის გამარჯვება და გორგოძის მარცხი

ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლოქვაძემ გაერთიანებულ საემიერობში მიმდინარე ტურნირზე პირველი გამარჯვება იზეიმა.

გათამაშების პირველ წრეში, ბოლქვაძე თურქ ჩოგბურთელს, პემრა ოზგენს დაუპირისპირდა და მეტოქე ორ სეტში, ანგარიშით - 7:6; 6:4 დაამარცხა. მატჩის მიმდინარეობისას ბოლქვაძემ 3 ეისი ჩააწოდა და 11 ორმაგი შეცდომა დაუშვა.

ტურნირის მერვედფინალში ქართველი სპორტსმენი პირველ ნომრად განთესილ შვეიცარიელ ვიქტორია გოლუბიჩს შეხვდება.

ამავე გათამაშებაში მონაწილეობას ეკატერინე გოგორგოძეც იღებდა. ქართველი ჩოგბურთელი ასევე თურქ მეტოქეს ჩაღლა ბიუქაჩქაის დაუპირისპირდა და სამ სეტში, ანგარიშით - 6:2; 4:6; 4:6 დამარცხდა. გორგოძემ 2 ეისი და 2 ორმაგი შეცდომა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები