2 ოქროს შანსი დოჰადან - ლიპარტელიანი და ღვინიაშვილი ფინალში გავიდნენ
Aa
Aa

2 ოქროს შანსი დოჰადან - ლიპარტელიანი და ღვინიაშვილი ფინალში გავიდნენ

დოჰაში მიმდინარე ძიუდოს მასტერსზე ვარლამ ლიპარტელიანი და ბექა ღვინიაშვილი ფინალში გავიდნენ.

90 კილოგრამ წონით კატეგორიის ფინალში ბექა ღვინიაშვილი ნედერლანდელ ნოელ ვან ტენდს დაუპირისპირდება.

ნახევარფინალურ ორთაბრძოლაში ქართველმა ფალავანმა თურქეთის სახელით მოასპარეზე მიჰაილ ზიანგი დაამარცხა.

ღვინიაშვილმა დოჰას ტატამაზე ასევე შვედ მარკუს ნიმანს,იაპონელ სოიჩირო მუკაი და გერმანელ ედუარდ ტრიპლეს მოუგო.

ამავე წონაში ბრინჯაოს მედლისთვის ლაშა ბექაური იასპარეზებს. მედლისთვის ბრძოლაში ახალაგაზრდა ქართველი ძიუდოისტი თურქეთის სახელით მოასპარეზე მიჰაილ ზიანგს დაუპირისპირდება.

100 კილოშ კი ვარლამ ლიპარტელიანი ოქოროს მედლისთვის ბრძოლაში აზერბაიჯანელ ზელიმ კოცოიევს შეხვდება.

ნახევარფინალში ლიპარტელიანმა მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი ებრაელი პეტერ პალჩიკი დაამარცხა. 

დოჰას მასტერზე ასევე +100 კილოში გურამ თუშიშვილმა , ლევან მატიაშვილმა და გელა ზაალაშვილმა იასპარეზეს. სამხურად ქართველი ძიუდოისტები დამარცხდენენ და მედლების გარეშე დარჩნენ.

გამოსარჩევია გელა ზაალიშვილის ბრძოლა,რომელიც ლეგენდარულ ტედი რინერს დაუპრისპირდა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები