Aa Aa
13 იანვარი 2021  |  12:16

მე-2 მოგება! - ტოჩინოშინმა ენდო იორიკირით დაამარცხა

ლევან გორგაძემ "ჰაცუ ბაშოზე" მე-4 ორთაბრძოლა გამართა და შოთა ენდოს დაუპირისპირდა. ქართველმა იაპონელი მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა.

სტარტზე ენდო აქტიური იყო, მავაშში ჩავლებაც ჯერ მან აიღო, მაგრამ ტოჩინოშინმა ვითარება გამოასწორა და საბოლოოდ, იორიკირის ილეთით გაიმარჯვა.

შედეგად, ლევანს "ჰაცუ ბაშოზე" 2 მარცხის წილ ამდენივე გამარჯვება მოუგროვდა და დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად იბრძვის.

იანვრის ბაშოს მე-5 დღეს, ლევანი ოძეკ ასანოიამას დაუპირისპირდება და, წესით, საკმაოდ რთული ბრძოლა უნდა ჰქონდეს. 

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში