Aa Aa
10 იანვარი 2021  |  17:58

AUSOPEN: გორგოძე და ბოლქვაძე ძირითად ბადეში მოხვედრისთვის იბრძოლებენ

ავსტრალიის ღია პირველობის 2021 წლის გათამაშების ქალთა ტურნირის ძირითად ბადეში მოხვედრის შანსი ქართველ ჩოგბურთელებს, მარიამ ბოლქვაძესა და ეკატერინე გორგოძეს აქვთ, რისთვისაც თითოეულმა სამი მეტოქე უნდა დაამარცხოს.

კვალიფიკაციის პირველ ეტაპზე მსოფლიოს 217-ე ჩოგანი ეკატერინე გორგოძე ხორვატ იანა ფეტს შეხვდება. 24 წლის ბალკანელი მსოფლიო კლასიფიკაციაში 209-ე პოზიციაზეა. გამარჯვების შემთხვევაში გორგოძე მეორე ეტაპზე რუმინელ ნიკულესკუსა და ბრიტანელ ჯონსს შორის მოგებულს დაუპირისპირდება.

რაც შეეხება მარიამ ბოლქვაძეს, 23 წლის სპორტსმენი მსოფლიო კლასიფიკაციაში 192-ე ადგილზეა და პირველ რაუნდში ინდოელ კარმან ტანდის შეხვდება, რომელიც მსოფლიოს 626-ე ჩოგანია. თუ ქართველი მოიგებს, მეორე ეტაპზე რუს გასპარიანსა და იტალიელ დი ჯიუზეპეს შორის მოგებულს გადაეყრება.

ბოლქვაძე და გორგოძე ტურნირში 11 იანვარს ჩაერთვებიან.

მარიამ ბოლქვაძისა და ეკატერინე გორგოძის გარდა ავსტრალიის ღია პირველობაზე ორი ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი და ოქსანა კალაშნიკოვა იასპარეზებენ. ბასილაშვილი კაცთა შორის ერთეულთა თანრიგში გამოვა, კალაშნიკოვას კი ქალთა შორის წყვილთა თანრიგში ვიხილავთ.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში