Aa
Aa

მოკრძალებული მონაგარი - ბეჟანიშვილის ილინოისმა მე-9 მატჩი მოიგო

გიორგი ბეჟანიშვილის „ილინოისმა“ მორიგი გამარჯვება იზეიმა. გამთენიისას, ქართველი კალათბურთელის გუნდი Big Ten-ის კონფერენციის წარმომადგენელს, „ნორსუესტერნს“ დაუპირისპირდა და მეტოქეს 25 ქულით, 81-56 სძლია.

„ილინოისმა“ პირველი ნახევარი ცუდად ჩაატარა და 43-28 წააგო, თუმცა მეორე ტაიმში თამაშში გარდატეხა შეიტანა, მეტოქეზე 40 ქულით მეტი ჩააგდო და მიმდინარე სეზონში მე-9, ხოლო Big Ten-ის კონფერენციაში მე-5 გამარჯვება მოიპოვა.

გიორგი ბეჟანიშვილს დიდი სათამაშო დრო არ მიეცა. ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 14 წუთი გაატარა და აქტივში 3 ქულა, 2 მოხსნა და 1 დაფარება ჩაიწერა. ბეჟანიშვილმა 1 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. პერსონალური ფოლი არ მიუღია და ბურთი 2-ჯერ დაკარგა.

ცნობისთვის, „ილინოისი“, რომელიც The Associated Press-ის რეიტინგში მე-12 ნომრადაა განთესილი, მომდევნო შეხვედრას 11 იანვარს გამართავს. ბეჟანიშვილი და კომპანია „მერილენდს“ დაუპირისპირდებიან, რომელსაც 12 მატჩის შემდეგ მოგება წაგებების თანაბარი ბალანსი აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები