COVID 19 - წლის პირველ ბაშოს ლეგენდარული ჰაკუჰო გამოტოვებს
ლეგენდარული იოკოძუნა ჰაკუჰო წლის პირველ ბაშოს გამოტოვებს.
დღეს დილას სუმოს ფედერაციამ ინფორმაცია გაავრცელა,რომ 34 წლის რიკიშს კორონა ვირუსი დაუდასტურდა.
იაპონური მედიის ინფორმაციით ჰაკუჰომ ყნოსვა დაკარგა,რის შემდეგაც მას PCR-ის ტესტი გაუკეთეს.
მომავალ ბაშოზე ველოდებოდით მონატრებული მონღოლი იოკოძუნების, ჰაკუჰოსა და კაკურიუს დაბრუნებას, რომლებიც დოჰიოზე ივლისის მერე აღარ გვიხილავს.
სხვათა შორის, წინა თვეში, ჰაკუჰოს მსგავსად, კაკურიუმაც მიიღო იაპონიის მოქალაქეობა და კარიერის დასრულების შემდეგ სამწვრთნელო ლიცენზიის მიღებასაც შეძლებს.
შეგახსნებთ,რომ წლის პირველი ბაშო სტარტს 10 იანვარს აიღებს.