მორიგი დაინტერესება - კვარაცხელიას გადაბირება მოსკოვის
Aa
Aa

მორიგი დაინტერესება - კვარაცხელიას გადაბირება მოსკოვის "სპარტაკს" სურს

რუსეთში ხვიჩა კვარაცხელიას გამო ნამდვილი ბრძოლა იწყება.

„კრასნოდარის“, “ლოკომოტივისა“ და „ცსკას“ შემდეგ საკუთარ რიგებში ქართველი ტალანტის ხილვა მოსკოვის „სპარტაკსაც“ მოუნდა.   

პირობები მარტივია,ყაზანელებს კოკორინისა და ყრონოვის გადაბირება სურთ.

მოსკოველები კი „რუბინს“ კვარაცხელიას სანაცვლოდ ამ 2 ფეხბურთელსა და 10 მილიონ ევროს სთავაზობენ.

„სპარტკი“ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გამოყენებას გეგმავს,რათა პრემიერლიგაში ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვოს.

ჩატარებული 19 ტურის შემდეგ მოსკოველები სატურნირო ცხრილში 35 ქულით მესამე ადგილზე იმყოფებიან,ხოლო „რუბინი“ 28 ქულით მეცხრეზე.

რუსეთის ჩემპიონატი 28 თებერვალს განახლდება და აღნიშნული გუნდები ერთამნეთს მოსკოვში დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები