გიორგი მამარდაშვილი, ფენერბაჰჩე
Aa
Aa

„ფენერბაჰჩემ ლივერპულს მამარდას საკითხზე მიმართა“ - თურქული მედია

საქართველოს ნაკრებისა და „ლივერპულის“ მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა მომავალ სეზონში შესაძლოა „ფენერბაჰჩეს“ მაისური მოირგოს. ამის შესახებ თურქული გამოცემა Takvim-ი წერს.

6-7 ივნისს „ფენერბაჰჩეს“ პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება, მანამდე კი პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ჰაკან შაფიმ განაცხადა, რომ მამარდაშვილის საკითხზე „ლივერპულთან“ მოლაპარაკებებს მართავს.

„შაფი ამბობს, რომ ფორვარდის, ცენტრალური მცველის, გარემარბისა და მეკარის შეძენას აპირებს. სტამბოლური კლუბი აპირებს, დაემშვიდობოს ხორვატ დომინიკ ლივაკოვიჩს და მამარდაშვილი იჯარით დაიმატოს.

ჰაკან შაფის თქმით, მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში „ფენერბაჰჩე“ იქნება, მამარდაშვილი იჯარით დაიმატოს და კონტრაქტში გამოსყიდვის უფლებაც გაწეროს“, - წერს გამოცემა.

ბრიტანული მედიის ცნობით, მას შემდეგ რაც „ლივერპულმა“ ალისონ ბეკერის ტრანსფერი დაბლოკა, გაჩნდა იმის შესაძლებლობა, რომ „წითლებმა“ სათამაშო პრაქტიკის მისაღბად გიორგი მამარადშვილი გაანათხოვრონ. ცნობილმა იტალიელმა ინსაიდერმა, ნიკოლო სკირამ სამი სავარაუდო კლუბიც დაასახელა - „ინტერი“, „იუვენტუსი“ და „ფიორენტინა“.

აღსანიშნავია ისიც, რომ დღეს „ლივერპულმა“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან არნე სლოტი დაითხოვა. ვინ ჩაიბარებს „წითლებს“, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა არაა გამორიცხული, რომ ახალმა მწვრთნელმა მეკარეებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს და „იუვენტუსში“ ალისონის გაშვებას დათანხმდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზურიკოს პენალტი საკმარისი არ აღმოჩნდა | სენტ-ეტიენი ლიგა 1-ში ვერ დაბრუნდა
ზურიკოს პენალტი საკმარისი არ აღმოჩნდა | სენტ-ეტიენი ლიგა 1-ში ვერ დაბრუნდა