ზიდანი ისტორიულ რეკორდთან ერთ ნაბიჯშია
Aa
Aa

ზიდანი ისტორიულ რეკორდთან ერთ ნაბიჯშია

"ელ კლასიკოში" არ წაგებით ზინედინ ზიდანმა "რეალის" მწვრთნელის რანგში ზედიზედ 33-ე წაუგებელი ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა, რითაც "ბლანკოსის" ყოფილი თავკაცის, ლეო ბეენჰაკერის 1988-1989 წლების სეზონის რეკორდს ერთ ხელის გაწვდენაზე მიუახლოვდა. აღნიშნულ სეზონში ბეენჰაკერის თავკაცობით მადრიდულმა გრანდმა ზედიზედ 34 წაუგებელი მატჩი გამართა.

"სამეფო კლუბმა" ბოლო მარცხი 6 აპრილს "ვოლფსბურგთან" "ჩემპიონთა ლიგაზე" იწვნია, მას შემდეგ კი, 240 დღეზე მეტია ასეთი რამ არ მომხდარა. 

უშუალოდ ესპანეთის ჩემპიონატში "რეალმა" ბოლოს 27 თებერვალს წააგო. 

ასე რომ, თუკი ზიდანის გუნდი "დორტმუნდთან" საშინაო შეხვედრაში არ დამარცხდება, ფრანგი თავკაცი ზემოხსენებულ რეკორდს გაიმეორებს, ხოლო მისი გაუმჯობესების შანსი მომავალ კვირას "დეპორტივოსთან" ასევე სახლის მატჩში ექნება. 

დავამატოთ ისიც, რომ კარლო ანჩელოტის თავოსნობით დედაქალაქელებს 32 თამაშიანი წაუგებელი სერია ჰქონდათ. 

 

მომზადებულია AS.COM-ის მიხედვით

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები