Aa Aa
1 დეკემბერი 2016  |  17:47

"იუვენტუსი" პაულო დიბალასთან კონტრაქტს ახანგრძლივებს, თუმცა..

"La Gazzetta dello Sport"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რამდენიმე დღეში პაულო დიბალა შესაძლოა "იუვენტუსთან" ახალ კონტრაქტ გააფორმო, რომლის მიხედვითაც, ახალგაზრდა არგენტინელი ყოველ წელიწადს 5 მილიონ ევროს მიიღებს.

მიუხედავად იმისა, რომ კლუბსა და ფეხბურთელს შორის მიმდინარე ხელშეკრულება 2020 წლამდეა გათვლილი, ტურინელთა ხელმძღვანელობას სურს, რომ დიბალას "იუვენტუსის" დატოვების სურვილი ვადაზე ადრე არ გაუჩნდეს. სწორედ ამიტომ, ხელმძღვანლობამ მოთამაშისთვის ანაზღაურების გაზრდა გადაწყვიტა.

მიუხედავად ამისა, აღსანიშნავია რომ "იუვენტუსმა" დიბალას ტრანსფერი, რაიმე ზღაპრული თანხით არ დაიცვა (როგორც მაგალითად "ნაპოლიმ" გააკეთა იგუაინის შემთხვევაში). ასე რომ კონტრაქტი, რომელიც ძალაში 2021 წლამდე იქნება, არ გულისხმობს არანაირ ფიქსირებულ გამოსასყიდ თანხას.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად პაოლო დიბალას ანაზღაურება წელიწადში 3 მილიონ ევროს შეადგენს. მისით კი ისეთი გუნდები ინტერესდებიან, როგორებიც "ბარსელონა", "რეალი", "მანჩესტერ იუნაიტედი" და "მანჩესტერ სიტი" არიან.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში