Aa Aa
3 დეკემბერი 2020  |  10:21

დიდი გაცვლა NBA-ში - უესტბრუკი ვაშინგტონში ითამაშებს, უოლი - ჰიუსტონში

გამთენიისას ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში დიდი გაცვლა განხორციელდა. „ჰიუსტონ როქეთსმა“ 32 წლის გამთამაშებელი, რასელ უესტბრუკი „ვაშინგტონ უიზარდსს“ დაუთმო, სანაცვლოდ კი ჯონ უოლი და 2023 წლის დრაფტის პირველი რაუნდის დაცული პიკი მიიღო.

უესტბრუკმა ტექსასელთა რიგებში მხოლოდ ერთი სეზონი გაატარა და რამდენიმე დღის წინ ტრეიდი მოითხოვა. უოლის შესახებ კი იწერებოდა, რომ „ვაშინგტონში“ ბედნიერი არ იყო და კარიერის სხვა გუნდში გაგრძელება სურდა.

შეგახსენებთ, რომ უესტბრუკი გასულ სეზონში საშუალოდ 27.2 ქულას, 7.9 მოხსნასა და 7 შედეგიან გადაცემას აგროვებდა პარკეტიდან იგი 47.2 პროცენტით, ხოლო პერიმეტრიდან 25.8 პროცენტით უტევდა.

უოლს რაც შეეხება, მან 2019-20 წლების სეზონი აქილევსის მყესის გამო გამოტოვა. „ვაშინგტონმა“ იგი 2010 წლის დრაფტზე აირჩია და „უიზარდსის“ რიგებში საშუალოდ 19 ქულას, 4.3 მოხსნასა და 9.2 შედეგიან გადაცემას აკეთებდა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში