Aa
Aa

"ვცდილობ ყოველთვის ბოლომდე დავიხარჯო" - შენგელიას მატჩისშემდგომი კომენტარი

დასრულდა "ევრო ბასკეტის" შესარჩევი ციკლის მატჩი ფინეთსა და საქართველოს შორის. ჩვენმა ნაკრებმა სტუმრად 91:85 გაიმარჯვა და ჯგუფში გალიდერდა. საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა.

მატჩის შემდეგ თორნიკე შენგელიამ კომენტარი გააკეთა.

"ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო. უმნიშვნელოვანესი დატვირთვა ჰქონდა ამას ჩვენთვის, ჩვენი მაყურებლებისთვის და ჩვენი გულშემატკივრებისთვის. ვიცით ამ ვირუსის გამო როგორი რთული ვითარებაა ქვეყანაში. ყველა გულით ელოდებოდა ამ თამაშს. ვამაყობ ჩემი ბიჭებით, ჩემი გუნდელებით, ჩემი მწვრთნელებით და ყველა იმ ადამიანით ვინც საქართველოს ნაკრებში მუშაობს.

კარგად ვითამაშე, მაგრამ პრიორიტეტული ეროვნული ნაკრების გამარჯვებაა. არ უნდა დაგვავიწყდეს 7 დაკარგვა. ვცდილობ ყოველთვის ბოლომდე დავიხარჯო და ეს ასე იყო ყოველთვის."

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კალათბურთის ნაკრები ახლა შეთამაშების პერიოდშია. ჩვენი ნაკრები ზაზა ფაჩულიამ, მარკოიშვილმა და სანიკიძემ დატოვეს. მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპი "ევრო ბასკეტამდე" კი ამის შესანიშნავი შესაძლებლობაა.

მომავალ მატჩს ზუროსის გაწვრთნილი შეგირდები 30 ნოემბერს, სტუმრად შვეიცარიის წინააღმდეგ გამართავენ. შეხვედრა თბილისის დროით 18:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები