Aa Aa
29 ნოემბერი 2020  |  01:02

"ახალგაზრდების თამაშით კმაყოფილი ვარ" - ზუროსის მატჩისშემდგომი კომენტარი

დასრულდა "ევრო ბასკეტის" შესარჩევი ციკლის მატჩი ფინეთსა და საქართველოს შორის. ჩვენმა ნაკრებმა სტუმრად 91:85 გაიმარჯვა და ჯგუფში გალიდერდა. საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა.

შეხვედრის შემდეგ ილიას ზუროსმა კომენტარი გააკეთა.

"ყველას ვულოცავ ამ გამარჯვებას. ქვეყანაში და მსოფლიოში კორონავირუსის გამო მძიმე ვითარებაა. ამის გამო გულშემატკივრების გარეშე გვიწევს თამაში და სამწუხაროდ კალათბურთის ატმოსფერო არ არის, მაგრამ უპირველესი ადამიანების ჯანმრთელობაა.

მინდა შევაქო ფინეთის ნაკრები. მათ ბოლომდე იბრძოლეს და ერთი წუთითაც კი არ მოგვადუნეს. ჩვენ ევრო ბასკეტისთვის ვემზადებით. ახალგაზრდები საკუთარ შანსს ელიან და იღებენ კიდეც. დღევანდელ მატჩში მათ კარგად ითამაშეს და ამის გამო ბედნიერი ვარ.

ფინეთთან მატჩისთვის მოსამზადებელი დრო ძალიან ცოტა გვქონდა. ახლა შემდეგი შეხვედრისთვის უნდა მოვემზადოთ და ამისთვისაც ცოტა დრო გვაქვს. მნიშვნელოვანია განვიხილოთ შვეიცარიის მატჩი სერბეთთან. შვეიცარიელები სამ ქულიანებს კარგად ისვრიან და ჩვენთან შეხვედრაში ამის საშუალება არ უნდა მივცეთ." 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კალათბურთის ნაკრები ახლა შეთამაშების პერიოდშია. ჩვენი ნაკრები ზაზა ფაჩულიამ, მარკოიშვილმა და სანიკიძემ დატოვეს. მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპი "ევრო ბასკეტამდე" კი ამის შესანიშნავი შესაძლებლობაა.

მომავალ მატჩს ზუროსის გაწვრთნილი შეგირდები 30 ნოემბერს, სტუმრად შვეიცარიის წინააღმდეგ გამართავენ. შეხვედრა თბილისის დროით 18:00-დან დაიწყება.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში