Aa
Aa

ბრწყინვალე მედვედევი - ჯოკოვიჩი დაამარცხა და 1/2 ფინალში თამაში გაინაღდა

ლონდონში მიმდინარე მამაკაცთა წლის შემაჯამებელ ტურნირზე რიგით მეორე ნახევარფინალისტი გაირკვა.

საუკეთესო ოთხეულში თამაშის უფლება რუსმა დანილ მედვედევმა გაინაღდა, რომელმაც ნოვაკ ჯოკოვიჩი 2 სეტში დაამარცხა.

დანილმა მატჩი შესანიშნავად ჩაატარა და სერბ ვარსკვლავს საკუთარ ჩაწოდებაზე შანსი არ მისცა, მისი მოწოდება კი 3-ჯერ აიღო და 6:3; 6:3 გაიმარჯვა. 2009 წლის შემდეგ მედვედევი პირველი რუსია, რომელიც შემაჯამებელი ტურნირის 1/2 ფინალში ითამაშებს. მაშინ ამ ეტაპზე ნიკოლაი დავიდენკო მონაწილეობდა და საერთოდ ტიტულიც მოიგო.

დღის კიდევ ერთი შეხვედრა ალექსანდრ ზვერევსა და დიეგო შვარცმანს შორის გაიმართა. გერმანელს მეტოქის დასამარცხებლად 2 საათი და 13 წუთი დასჭირდა.

ზვერევმა მეორე სეტი წააგო, თუმცა პირველსა და მესამეში კარგად გამოიყურებოდა და 1/2 ფინალში გასვლის შანსი შეინარჩუნა - 6:3; 4:6; 6:3. საშას 1 მოგება და 1 წაგება აქვს და ბოლო ტურში 1/2 ფინალის საგზურს უშუალოდ ნოვაკ ჯოკოვიჩთან გაარკვევს.

პარალელურად კი უკვე 1/2 ფინალში მყოფი დანილ მედვედევი დიეგო შვარცმანს დაუპირისპირდება და ტურნირზე 100%-იანი სვლის გაგრძელებას შეეცდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები