Aa Aa
11 ნოემბერი 2020  |  00:36

TMZ Sports - ტაისონს ჰოლიფილდთან ჩხუბის ეშინია

Tmz Sports-ის ინფორმაციით, ევანდერ ჰოლიფილდმა მაიკ ტაისონს რიგით მესამე ბრძოლის გამართვა რამდენჯერმე შესთავაზა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ამერიკული გამოცემის მიხედვით, ჰოლიფილდის წარმომადგენლები თვლიან, რომ „რკინის მაიკს“ ევანდერთან ჩხუბის ეშინია.

54 წლის ტაისონი 28 ნოემბერს საჩვენებელ ბრძოლას როი ჯონს ჯუნიორთან გამართავს და დაპირისპირებამდე რამდენჯერმე განაცხადა, რომ მომავალში მსგავსი ბრძოლების ჩატარების წინააღმდეგ არ გახლავთ, თუმცა ჰოლიფილდის ბანაკში მიაჩნიათ, რომ ევანდერი გამონაკლისია.

Tmz Sports ჰოლიფილდის წარმომადგენლის კომენტარს ავრცელებს, რომელიც ამბობს: „ამ ეტაპზე ფული აბსოლუტურად უმნიშვნელოა. მგონია, რომ ტაისონი უბრალოდ შეშინებულია. ჩვენ მას რამდენიმე შეთავაზება გავუკეთეთ, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ჩემი აზრით, მაიკისა და ევანდერის ბრძოლა აუცილებლად უნდა გაიმართოს“.

ცნობისთვის, ტაისონს ჰოლიფილდთან ჩხუბზე საჯაროდ უარი არასდროს უთქვამს. გასულ თვეში „რკინის მაიკს“ ამ თემაზე კითხვა დაუსვეს და მან განაცხადა, რომ თუ ხალხს ამ ბრძოლის ხილვა სურს, იგი წინააღმდეგი არაა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში