ისტორიული მომენტი - ნადალმა კარიერაში მე-1000 გამარჯვება მოიპოვა
Aa
Aa

ისტორიული მომენტი - ნადალმა კარიერაში მე-1000 გამარჯვება მოიპოვა

2020 წლის პარიზის მასტერსი დაიწყო და გუშინ გათამაშებაში რაფაელ ნადალი ჩაერთო. ესპანელმა ჩოგბურთელმა თანამემამულე ფელისიანო ლოპესი სამ სეტში 4:6 7:6 6:4 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

ნადალისთვის ეს გამარჯვება ისტორიული გამოდგა. ATP-ის ეგიდით ჩატარებული მატჩების მიხედვით გუშინ რაფამ კარიერაში მე-1000 გამარჯვება მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ ესპანელი ლეგენდა შემდეგ ეტაპზე ჟორდან ტომპსონს დაუპირისპირდება და შეეცდება თავისი 1001-ე გამარჯვება მოიპოვოს.

ამჟამად რაფაელი მსოფლიოს მეორე ჩოგანი 9450 ქულით გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები