დიდი მოულოდნელობა - ჯოკოვიჩი აუტსაიდერთან დამარცხდა!
Aa
Aa

დიდი მოულოდნელობა - ჯოკოვიჩი აუტსაიდერთან დამარცხდა!

საჩოგბურთო სამყაროში უიშვიათესი შემთხვევა დაფიქსირდა. მსოფლიო რეიტინგის პირველმა ნომერმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა, ვენის 500 ქულიანი კატეგორიის ტურნირზე აუტსაიდერ ლორენცო სონეგოსთან წააგო. იტალიელი ჩოგბურთელი ATP-ს რეიტინგში 42-ე გახლავთ.

სერბმა საკუთარი შეხვედრა 6:2 6:1 დათმო. უკანასკნელად ნოვაკი ტოპ 40-ში არმყოფ ჩოგბურთელთან 2018 წელს საფრანგეთის ღია პირველობაზე დამარცხდა. 

ხსენებულ დიდ სლემზე ჯოკოვიჩს მარკო ჩეკინატომ მოუგო. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ვენის ტურნირზე მეოთხედფინალში გასვლით სერბმა პირველ ნომრად დარჩენა გაინაღდა. არცერთ ჩოგბურთელს თეორიული შანსიც კი აღარ აქვს. ამრიგად ნოვაკი, პირველ ნომრად მეექვსედ დაასრულებს ერთ კალენდარულ წელს.

შეგახსენებთ, რომ 33 წლის ჩოგბურთელი პარიზის მასტერსზე არ იასპარეზებს. 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები