Aa Aa
23 ოქტომბერი 2020  |  09:49

NBA-ის 2020 წლის დრაფტი ვირტუალურ ფორმატში ჩატარდება

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2020 წლის დრაფტი ვირტუალურ ფორმატში ჩატარდება. ESPN-ის ოფიციალური განცხადების მიხედვით, ღონისძიება 18 ნოემბერს გაიმართება და ადგილობრივი დროით, საღამოს 7 საათზე დაიწყება.

2020 წლის დრაფტს კონექტიკუტის შტატის ქალაქ ბრისტოლში მდებარე ESPN-ის რამდენიმე სტუდია უმასპინძლებს. NBA-ის კომისარი, ადამ სილვერი ESPN-ის სტუდიაში იქნება და იმ კალათბურთელთა სახელებს, რომლებსაც პირველ რაუნდში აირჩევენ სწორედ იქიდან გამოაცხადებენ.

მეორე რაუნდის დაწყებისთანავე სილვერს მარკ ტეიტუმი შეცვლის. კალათბურთელები კი, რომლებსაც 2020 წლის დრაფტზე აიყვანენ, პირდაპირ ეთერში ვირტუალურად ჩაერთვებიან და კომენტარს ასე გააკეთებენ.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციას სერიოზული ცვლილებების გატარება მოუწია. 1975 წლის შემდეგ, ეს პირველი შემთხვევაა, როცა NBA-ის დრაფტი ივნისში არ გაიმართება.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში