Aa
Aa

17 წლის ალკარასის რეკორდი - ყველაზე ახალგაზრდა, ვინც 2 კვირაში 2 სხვადასხვა ტურნირი მოიგო

ესპანელმა ჩოგბურთელმა კარლოს ალკარასმა ATP-ის ისტორიაში ახალი რეკორდი დაამყარა. 17 წლის მოთამაშემ ეს გუშინ, ალიკანტეს ტურნირის მოგებით გააკეთა.

ალკარასი მამაკაცთა ჩოგბურთის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდაა, რომელმაც 2 კვირის განმავლობაში ზედიზედ ორი სხვადასხვა ტურნირის ჩემპიონობა იზეიმა. მან ოქტომბრის დასაწყისში ჯერ ბარსელონას ჩელენჯერზე გაიმარჯვა, გასულ კვირას კი ტიტული ალიკანტეში მოიპოვა.

კარლოს ალკარასი ახლა 17 წლისა და 5 თვისაა. აღსანიშნავია, რომ მას უკვე 3 ჩელენჯერი აქვს მოგებული და ამ მხრივ ისტორიაში მეორე ახალგაზრდაა. მასზე მცირე ასაკში 3 ამ ტიპის ტურნირი რიშარ გასკემ მოიგო, რომელმაც ეს 2003 წელს, 16 წლისა და 10 თვის ასაკში გააკეთა.

ზოგადად, ჩოგბურთის ისტორიაში ახლა უკვე 5 მოთამაშეა, რომელმაც 18 წლის ასაკამდე მინიმუმ 3 ტურნირი მოიგო - რიშარ გასკე, ნოვაკ ჯოკოვიჩი, ხუან მარტინ დელ პოტრო, ფელიქს ოჟე-ალიასიმი და კარლოს ალკარასი.

დღეს გამოქვეყნებულ ATP-ის ახალ რეიტინგში ალკარასი 22 პოზიციით დაწინაურდა და მსოფლიოს 136-ე ჩოგანია, რაც მის კარიერაში ჯერჯერობით საუკეთესო მაჩვენებელია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები