მორიგი უთანხმოება - ბარსელონას ფეხბურთელები კლუბს ბიუროფაქსს უმზადებენ
Aa
Aa

მორიგი უთანხმოება - ბარსელონას ფეხბურთელები კლუბს ბიუროფაქსს უმზადებენ

„ბარსელონას“ ფეხბურთელები საერთო წერილის დაწერას და კლუბისთვის ბიუროფაქსის გაგზავნას აპირებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური Sport-ი ავრცელებს.

წყაროს თანახმად, „ბლაუგრანას“ ხელმძღვანელობა ფეხბურთელებისთვის ხელფასების შემცირებას კიდევ გეგმავს და ამას მათი ნების საწინააღმდეგოდ აპირებს.

ფეხბურთელები ერთდროულად 2 ფაქტით არიან უკმაყოფილონი: პირველი - კიდევ ერთხელ ხელფასის შემცირება არ სურთ. მეორე - ისინი უკმაყოფილონი არიან კლუბის მიდგომებით. ამ ახალი ამბის შესახებ მეილზე მიღებული შეტყობინებით გაიგეს. ყველა მოთამაშე თვლის, რომ ასეთ თემაზე ხელმძღვანელობა მათ პირადად უნდა ესაუბროს.

კატალონიელი ჟურნალისტების ცნობით, ფეხბურთელებში ასევე უკმაყოფილებას იწვევს ის ფაქტიც, რომ კლუბი მათთან მოლაპარაკებების წარმოებას მხოლოდ 1 ფეხბურთელთან გეგმავენ, რომელიც ყველას ნაცვლად ისაუბრებს.

„ბარსელონას“ ფეხბურთელებს სურთ, მოლაპარაკებებისას მათ პოზიციას უფრო მეტი ადამიანი იცავდეს.

როგორც ცნობილია, ბართომეუს უნდობლობის საკითხი უკვე დაწყებულია და მას მალე იმპიჩმენტი ელის. აქედან გამომდინარე გასაკვირი არც არის, რომ „ბარსას“ ფეხბურთელთა აბსოლოუტური უმრავლესობა ამჟამინდელ ხელმძღვანელობას არ ენდობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები