Aa Aa
11 ოქტომბერი 2020  |  20:52

"შენ ეს დაიმსახურე" - ფედერერი ნადალის გამარჯვებას გამოეხმაურა

რაფაელ ნადალმა 2020 წლის საფრანგეთის ღია პირველობა მოიგო და კარიერაში მე-20 დიდ სლემს დაეუფლა. რაფა სლემების რაოდენობით როჯერ ფედერერს გაუთანაბრდა. ამასთან დაკავშირებით შვეიცარიელმა ლეგენდამ "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე ნადალს დიდი წერილი მიუძღვნა.

"მე ყოველთვის დიდ პატივს ვცემდი რაფას, როგორც ადამიანს და ჩემპიონს. ნადალი ჩემი კარიერის თანმდევი შესანიშნავი მეტოქეა. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთმანეთს დავეხმარეთ, რომ უკეთესი ჩოგბურთელები გავმხდარიყავით. ჩემთვის დიდი პატივია მისთვის მე-20 დიდი სლემის მოგების მილოცვა.

განსაკუთრებით საოცარია, რომ მან "როლან გაროსი" მეცამეტედ მოიგო. საფრანგეთის ღია პირველობის მოგება ნებისმიერ მოთამაშისთვის კარიერაში უდიდესი მიღწევაა. მე ასევე ვულოცავ მის გუნდს, რადგან ამ ყველაფრის გაკეტება მარტოს არავის შეუძლია. იმედი მაქვს, რომ მე-20 სლემი უბრალოდ შემდეგი გაჩერებაა ჩვენს გენიალურ კარიერაში. რაფა შენ ეს დაიმსახურე" - განაცხადა ფედერერმა

შეგახსენებთ, რომ რაფაელ ნადალმა "როლან გაროსის" ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩი სამ სეტში 6:0 6:2 7:5 დაამარცხა. 

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში