Aa
Aa

1978 წლის შემდეგ პირველად - გამორჩეული ფაქტი როლან გაროსზე

„როლან გაროსის“ გუშინდელი სათამაშო დღის შემდეგ მარტინა ტრევიზანმა და ნადია პოდოროსკამ გამორჩეული მაჩვენებლები დააფიქსირეს.

ტრევიზანმა, გათამაშების 1/8 ფინალურ ეტაპზე, მე-5 ნომრად განთესილ კიკი ბერტენსს 6:4; 6:4 აჯობა და 2012 წლის შემდეგ პირველი ჩოგბურთელი გახდა, რომელიც „როლან გაროსის“ 1/4 ფინალში საკვალიფიკაციო ეტაპის გავლით გავიდა.

26 წლის იტალიელი, რომელიც ამჟამად მსოფლიოს 159-ე ჩოგანია, „გაროსის“ ქალთა თანრიგის ისტორიაში 1/4 ფინალში გასული მე-10 კვალიფიკანტია. მისი შემდეგი მეტოქე სიმონა ჰალეპის დამმარცხებელი 19 წლის იგა სვიონტეკი იქნება.

ასევე საკვალიფიკაციო ეტაპიდან მოდის არგენტინელი ნადია პოდოროსკა, რომელმაც 1/8 ფინალურ შეხვედრაში ჩეხ ბარბორა კრეიჩკოვას 2:6; 6:2; 6:3 მოუგო. ტრევიზანისა და პოდორსკას ერთობლივი წარმატება გულისხმობს, რომ „როლან გაროსზე“ 42 წლის წინ დამყარებული შედეგი გამეორდა. საქმე ისაა, რომ ერთბაშად ორმა კვალიფიკანტმა ტურნირის მეოთხედფინალურ სტადიაზე ბოლოს 1978 წელს ითამაშა.

23 წლის პოდოროსკა 1/4 ფინალში მსოფლიოს მე-5 ჩოგან ელინა სვიტოლინას შეხვდება. თავის მხრივ, უკრაინელმა გზიდან ფრანგთა ერთ-ერთი ბოლო იმედი, კაროლინ გარსია ჩამოიშორა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები