Aa Aa
2 ოქტომბერი 2020  |  10:03

მეივეზერი: „კონორმა ჩხუბი არ იცის. 300 მილიონი დოლარის სანაცვლოდ მზად ვარ დავბრუნდე"

5 წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ფლოიდ მეივეზერმა განაცხადა, რომ სათანადო ჰონორარის მიღების შემთხვევაში, მზადაა, რინგზე დაბრუნდეს და კონორ მაკგრეგორს შეერკინოს. „მანიმ“ სამომავლო გეგმებზე შენონ შარპის პოდკასტში Club Shay Shay-ში ისაუბრა და აქცენტი ფინანსებზე გააკეთა.

„კონორთან ბრძოლა ფულის შოვნის იოლი გზაა. თუ მარტივ 300 მილიონ დოლარს მივიღებ, მზად ვარ, მას კიდევ ერთხელ შევერკინო. მაკგრეგორმა ჩხუბი არ იცის და არც ძლიერი დარტყმა აქვს. სიმართლე გითხრათ, მისი აპერკოტი ვერც კი ვიგრძენი. მახსოვს, რინგზე ყოფნისას ვფიქრობდი, რომ მისი დარტყმები ძალიან რბილი გახლდათ.

ჯანმრთელობა ადამიანის მთავარი სიმდიდრეა. გამომდინარე აქედან, მაკგრეგორთან ან რომელიმე გამოუცდელ მებრძოლთან, თუნდაც ხაბიბთან, დაპირისპირებაზე უარს ნამდვილად არ ვიტყოდი. ეს ხომ 600-მილიონიანი ბრძოლებია.

ჩემი ეპოქა დასრულდა. ახლა ახალგაზრდა მოკრივეების ჯერია და მისაღებია, რომ კონორს ან ხაბიბს შევერკინო. თანაც ეს სერიოზული ბრძოლა კი არა, გასართობი სანახაობა იქნება“.

შეგახსენებთ, რომ მეივეზერმა კონორ მაკგრეგორთან ჩხუბის შემდეგ ხელთათმანები ლურსმანზე ჩამოკიდა, თუმცა 2018 წელს საჩვენებელ ბრძოლაში ტენშინ ნასუკავა დაამარცხა. ირლანდიელს რაც შეეხება, კონორი საქველმოქმედო ჯახისთვის ემზადება, რომელსაც 12 დეკემბერს დასტინ პორიეს წინააღმდეგ გამართვს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

უფასო ბილეთი კრისტალბეთზე

უფასო ბილეთი კრისტალბეთზე

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში