Aa Aa
27 სექტემბერი 2020  |  16:00

მსოფლიო თასი - ზაზა ნადარიძე ვერცხლის პრიზიორია

საქართველოს კანოეს ეროვნული ნაკრების ლიდერმა - ზაზა ნადირაძემ, უნგრეთის ქალაქ სეგედში მიმდინარე ნიჩბოსანთა მსოფლიო თასზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ნადირაძემ 200 მეტრ დისტანციაზე ნახევარფინალურ გაცურვაში პირველი ადგილი დაიკავა, ფინალში კი მანძილი 40.38 წამში დაფარა და საბოლოოდ მეორე ადგილზე გავიდა. 

უნგრეთის მსოფლიო თასზე, 200 მეტრ დისტანციის ფინალში, საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრი - მურმან მალანიაც მოხვდა, რომელმაც ფინალური გაცურვა მერვე ადგილზე დაასრულა. 

მსოფლიო თასის დაწყებამდე სეგედში ჩატარდა საერთაშორისო რეგატა სახელწოდებით "ოლიმპიური იმედები" სადაც ალექსანდრე წივწივაძემ ორი ოქროს მედალი მოიპოვა. საქართველოს კანოეს ეროვნული ნაკრები გუნდი ერთი ვერცხლისა და ორი ოქროს მედლით ბრუნდება საქართველოში

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში