ციციპასი დამარცხებულია - რუბლიოვი ჰამბურგის ჩემპიონია
Aa
Aa

ციციპასი დამარცხებულია - რუბლიოვი ჰამბურგის ჩემპიონია

დასრულდა 2020 წლის ჰამბურგის 500 ქულიანთა კატეგორიის ტურნირი. გამარჯვებული რუსი ჩოგბურთელი ანდრეი რუბლიოვი გახდა. ფინალში მან ბერძენ სტეფანოს ციციპასს 6:4 3:6 7:5 აჯობა. 

აღსანიშნავია, რომ სტეფანოსი მესამე სეტში ორჯერ იყო ბრეიკით წინ. მეტსაც გეტყვით, ბერძენი 3:5-ზე მატჩზე აწვდიდა, მაგრამ რუბლიოვმა უკუბრეიკის შესრულება შეძლო. საბოლოო ჯამში ანდრეიმ დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა და კარიერაში მე-5 ტიტულს დაეუფლა. შეგახსენებთ, რომ ტურნირის მოქმედი გამარჯვებული ნიკოლოზ ბასილაშვილი გახლდათ, რომელიც პირველივე წრეში ბაუტისტა აგუტთან დამარცხდა.

ანდრეი რუბლიოვმა ფინალამდე ტენის სანდგრენი(6:3 6:3), ტომი პაული(6:1 3:6 6:2), ბაუტისტა აგუტი(6:2 7:5) და კასპერ რუუდი(6:4 6:2) დაამარცხა. ფინალური დაპირისპირება 2 საათი და 21 წუთი გაგრძელდა.

რუსი ჩოგბურთელი მომდევნო შეხვედრას "როლან გაროსზე" სემ ქიურეის წინააღმდეგ 28 სექტემბერს გამართავს. მატჩი თბილისის დროით 13:00-ზეა ჩანიშნული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები