Aa Aa
23 სექტემბერი 2020  |  13:38

კუმანმა ბრაიტვეიტის ტრანსფერზე დაყენება მოითხოვა - ბარსა ფორვარდის გარეშე რჩება

ესპანური Mundo Deportivo-ს ცნობით, რონალდ კუმანმა მარტინ ბრეიტვეიტის ტრანსფერზე დაყენება მოითხოვა.

წყაროს ცნობით, 29 წლის დანიელმა ფორვარდმა ვარჯიშებისას კუმანის დარწმუნება ვერ შეძლო და ნიდერლანდელი სპეციალისტი მასზე იმედებს არ ამყარებს.

ტრანსფერმარკეტი ბრაიტვეიტს თითქმის 10 მილიონ ევროდ აფასებს, თუმცა ამ მომენტისთვის მას მსურველი არ ჰყავს.

ესპანური გამოცემის მტკიცებით, თუ ბრაიტვეიტის შეძენა არავინ მოისურვა, კუმანი მას გუნდში დატოვებს, თუმცა სათამაშო დრო მხოლოდ მატჩის ბოლო წუთებისას მიეცემა.

როგორც ცნობილია, ლუის სუარესი მალე „ატლეტიკოს“ მოთამაშე გახდება, კუმანს არც ბრაიტვეიტი სჭირდება - გამოდის, რომ „ბარსა“ ცენტრფორვარდის გარეშე რჩება და კლუბს სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობა მოუწევს.

„ბარსელონა“ მალე „აიაქსიდან“ მარჯნევა მცველს სერჟინიო დესტს გაიფორმებს. კლუბი მის გარდა 1 ცენტრალაური მცველისა და 1 ცენტრფორვარდის შეძენას გეგმავს.

ფრანგული პრესის ცნობით, „ბლაუგრანა“ მემფის დეპაის დამატებას კვლავინდებურად ცდილობს. სათადარიგო გეგმა კი „სოსიედადის“ ბრაზილიელი ცხრიანი ვილიან ჟოზე გახლავთ.

კატალონიელებს დრო 5 ოქტომბრამდე აქვთ, შემდეგ სატრანსფერო ფანჯარა დაიხურება.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში