მე-5 გამარჯვება მონოის შედეგად - ტოჩინოშინის ბრძოლა არბიტრებმა განიხილეს
Aa
Aa

მე-5 გამარჯვება მონოის შედეგად - ტოჩინოშინის ბრძოლა არბიტრებმა განიხილეს

„აკი ბაშოს“ მე-11 დღეს ლევან გორგაძე კომოსუბი ენდოს დაუპირისპირდა და ჰატაკიკომის ილეთით დაამარცხა.

ტოჩინოშინმა ბრძოლა ცუპარებით დაიწყო და მეტოქეს არაფერს უთმობდა, საბოლოოდ მისი დოჰიოზე დაგდება შეძლო, მაგრამ ბოლო მომენტში ხაზს თავადაც გადაცდა.

საბოლოოდ დოჰიოზე შიმპანები ავიდნენ და ბრძოლა განიხილეს. მონოის შემდეგ გამარჯვება ტოჩინოშინს ჩაეთვალა, რაც სრულიად სწორი გადაწყვეტილება გახლდათ. გამეორებაზე ნათლად გამოჩნდა, რომ მეტოქე დოჰიოზე უფრო ადრე დაეცა.

რაც შეეხება მათ ურთიერთშეხვედრებს, დღევანდელ დღემდე 12 შეხვედრის შემდეგ სრული თანაფარდობა იყო - 6:6.

ამრიგად, „ტოჩის“ 5 გამარჯვება და 6 მარცხი დაუგროვდა. დარჩენილი 4 ბრძოლიდან ლევანს 3-ის მოგება სჭირდება, რომ კაჩი-კოში ანუ დადებითი ბალანსი გაიფორმოს.

ტურნირის მე-12 დღეს ტოჩინოშინი კომოსუბი ოკინოუმის შეხვდება, რომელსაც ჯამში სულ 14-ჯერ დაუპირისპირდა და 8 შემთხვევაში გამარჯვება ქართველს დარჩა, 6-ჯერ კი დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები