დიდი მოულოდნელობა - რაფაელ ნადალი რომის მასტერსს გამოეთიშა
Aa
Aa

დიდი მოულოდნელობა - რაფაელ ნადალი რომის მასტერსს გამოეთიშა

ჩოგბურთის ცოცხალი ლეგენდა რაფაელ ნადალი მოულოდნელად რომის მასტერსის მეოთხედფინალში დიეგო შვარცმანთან 2:6 5:7 დამარცხდა.

ესპანელი ჩოგბურთელისთვის კორონავირუსის პანდეემიის შემდეგ ეს პირველი ტურნირი იყო. რაფამ პირველ წრეში თანამემამულე კარენო ბუსტას უშანსოდ 6:1 6:1 მოუგო. ამის შემდეგ ნადალმა ლაიოვიჩს სძლია 6:1 6:3. მეოთხედფინალში კი, როგორც მოგახსენეთ მსოფლიო რეიტინგის მე-2 ჩოგანი შვარცმანთან დამარცხდა.

თავისმხრივ დიეგომ მიმდინარე რომის მასტერსზე ჯონ მილმანი 6:4 7:6 და ჰუბერტ ჰურკაჩი 3:6 6:2 6:4 დაამარცხა. ნახევარფინალში არგენტინელი ჩოგბურთელი დენის შაპოვალოვს დაუპირისპირდება. 

აღსანიშნავია, რომ შვარცმანმა ნადალს ისტორიაში პირველად მოუგო. აქამდე მათ შორის ანგარიში 9:0 გახლდათ. შეგახსენებთ იმასაც, რომ ესპანელმა ამ წაგებით ტიტულის დაცვა ვერ მოახერხა. 2019 წლის რომის მასტერსი, სწორედ რაფას ტრიუმფით დასრულდა. ფინალში მან ნოვაკ ჯოკოვიჩი 6:0 4:6 6:1 დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები