Aa
Aa

აუარმა ლიონში ბოლო მატჩი ჩაატარა - ფრანგი პრემიერლიგას უახლოვდება

Mirror-ის ინფორმაციით, უსემ აუარისთვის „მონპელიეს“ წინააღმდეგ გამართული მატჩი დიდი ალბათობით „ლიონის“ რიგებში ბოლო იყო.

ფეხბურთელმა კლუბს აცნობა, რომ მას წასვლა აქვს გადაწყვეტილი. მის მიმართ ინტერესს „არსენალი“, „სიტი“ და „იუვენტუსი“ იჩენენ.

„მონპელიესთან“ შეხვედრაში აუარმა წითელი ბარათი მიიღო და მას 3 მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს. წყაროს ცნობით, ფეხბურთელს „ლიონის“ რიგებში მეტად ვეღარ ვიხილავთ.

გასულ სეზონში შესანიშნავი პერფორმანსის შემოთავაზების შემდეგ, აუარზე გრანდებმა ნადირობა გამოაცხადეს. ამ მომენტისთვის ყველაზე მეტად „არსენალი“ აქტიურობს, რომლის მთავარი კონკურენტი „მანჩესტერ სიტია“. თუ, „ქალაქელებმა“ მოინდომეს, სავარაუდოდ ფინანსური ბრძოლა პეპ გვარდიოლას გუნდის გამარჯვებით დასრულდება.

ყველაფერი თავად ფეხბურთელმა უნდა გადაწყვიტოს და ჩამოყალიბდეს, თუ სად სურს კარიერის გაგრძელება.

22 წლის აუარმა „ლიონის“ შემადგენლობაში 139 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 24 გოლი და 27 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები