Aa Aa
13 სექტემბერი 2020  |  11:01

4:1 - ლეიკერსმა სერია დახურა და კონფერენციის ფინალშია!

გამთენიისას „ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“ დასავლეთ კონფერენციის ფინალში თამაში ოფიციალურად გაიფორმა. „ელეიმ“ „ჰიუსტონ როქეთსს“ მიჯრით მეოთხე შეხვედრა მოუგო და სერია 4:1 დახურა.

ლებრონმა და კომპანიამ საქმის კეთება პირველივე მეოთხედიდან დაიწყეს და 35:20 დაწინაურდნენ. ამის შემდეგ კალიფორნიელებს უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვიათ.

„ჰიუსტონიდან“ საუკეთესო ჯეიმს ჰარდენი იყო, რომელმაც 30 ქულა, 6 მოხსნა და 5 გადაცემა მიითვალა. 10 ქულა, 4 მოხსნა და 6 გადაცემა ჰქონდა რასელ ვესტბრუკს, რომელმაც მორიგი უსუსტესი შეხვედრა ჩაატარა.

ლებრონს 29 ქულა, 11 მოხსნა და 7 გადაცემა ჰქონდა და ამ მაჩვენებლით გუნდში საუკეთესო იყო. ენტონი დევისმა 13 ქულა, 11 მოხსნა და 4 გადაცემა ჩაიწერა.

„ლეიკერსი“ ფინალში „კლიპერსსა“ და „დენვერს“ შორის გამარჯვებულს შეხვდება.

რაც შეეხება აღმოსავლეთ კონფერენციას, ფინალური წყვილი უკვე ცნობილია - „მაიამი - „ბოსტონი“.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში