Aa
Aa

NBA: ბოსტონმა ტორონტო დაამარცა და აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალშია

გამთენიისას NBA-ში აღმოსავლეთ კონფერენციის მეორე ფინალისტის ვინაობა გაირკვა. „ბოსტონ სელტიკსმა“ „ტორონტო“ რეპტორსს“ მე-7 დაპირისპირება 92:87 მოუგო და სერია 4:3 დაასრულა.

შეხვედრა ძირითადად თანაბარ ბრძოლაში მიდიოდა, ასე გაგრძელდა პირველი სამი მეოთხედი. ბოლო მეოთხედში კი „ბოსტონმა“ გაქცევა შეძლო. „ტორონტომ“ კი გათანაბრების შანსი ბოლო წუთებში მიიღო, მაგრამ 6 ფოლის მიღებისა და კაილ ლაურის გარეშე დარჩენის შემდეგ, კანადელებმა ხეირიანად შეტევა ვერ შეძლეს.

შეხვედრაში ყველაზე მეტი 29 ქულა „ბოსტონელმა“ ჯეისონ ტეიტუმმა ჩააგდო, რასაც 12 მოხსნა და 7 გადაცემაც დაამატა. „ტორონტოს“ რიგებში საუკეთესო ვანვლიტი იყო, რომელმაც 20 ქულა ჩააგდო. 16 ქულა, 4 მოხსნა და 4 გადაცემა ჰქონდა ლაურის, რომლისგანაც ქომაგი მეტს მოელოდა.

„ბოსტონს“ აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში „მაიამი“ ელის. დასავლეთში კი „ლეიკერსი“ „კლიპერსსა და „დენვერს“ შორის გამარჯვებულს ელოდება. კავაი და კომპანია სერიას 3:2-ს იგებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები