Aa Aa
10 სექტემბერი 2020  |  22:07

NBA-ის ახალი სეზონი 25 დეკემბრამდე არ დაიწყება

The Athletic-ის ინსაიდერი, შემს ჩარანია იტყობინება, რომ NBA-ის 2020-21 წლების სეზონი შერჩეულ დროზე გვიან დაიწყება.

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მესვეურები გეგმავდნენ, რომ ახალი სეზონი 1-ელ დეკემბერს დაწყებულიყო, თუმცა ჩარანია წერს, რომ რეგულარულში და პლეიოფში განვითარებული მოვლენების გამო, მომდევნო გათამაშება, სავარაუდოდ, სტარტს 25 დეკემბრამდე არ აიღებს.

შარანიას ცნობით, NBA-ის ხელმძღვანელებმა გუნდების მფლობელების საბჭოს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ უკვე შეატყობინეს, თუმცა დადასტურებული ჯერჯერობით არაფერია და შესაძლოა, ყველაფერი შეიცვალოს. აღსანიშნავია ისიც, რომ NBA-ის დრაფტი დიდი ალბათობით 18 ნოემბერს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ NBA-ში პლეიოფების მეორე რაუნდი მიმდინარეობს. კონფერენციის ფინალის საგზური მხოლოდ „მაიამი ჰიტს“ აქვს მოპოვებული, რომელმაც „მილუოკი ბაქსს“ 4-1 სძლია. ფლორიდელები „ტორონტოსა“ და „ბოსტონს“ შორის საუკეთესოს შეხვდებიან. დასავლეთ კონფერენციაში კი „ლეიკერსი“ – „ჰიუსტონს“ 2-1-ს, ხოლო „კლიპერსი“ – „დენვერს“ 3-1-ს უგებს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში