Aa Aa
10 სექტემბერი 2020  |  10:16

US Open-ზე ყველა ნახევარფინალისტის ვინაობა ცნობილია

ნიუ იორკში, ბილი ჯინ კინგის სახელობის საჩოგბურთო ცენტრში მიმდინარე ამერიკის ღია პირველობაზე მეორე ნახევარფინალური წყვილები გამოვლინდა.

ვაჟთა შორის მეორე ნომრად განთესილმა დომინიკ ტიმმა ალექს დე მინაური სამ სეტში, 6:1, 6:2, 6:4 დაამარცხა და დიდი სლემის ტურნირების ნახევარფინალში მეექვსედ გავიდა. ავსტრიელი ჩოგბურთელის მომდევნო მეტოქე დანიილ მედვედევი იქნება, რომელმაც ანდრეი რუბლევს ასევე 3 სეტში, 7:6, 6:3, 7:6 სძლია. მედვედევისა და ტიმის გარდა, ფინალის საგზურისთვის პაბლო კარენო-ბუსტა და ალექსანდრ ზვერევი იბრძოლებენ.

ქალთა შორის საუკეთესო ოთხეულში მოხვდა სერენა უილიამსი. ამერიკელმა ჩოგბურთელმა ცვეტანა პირონკოვა დაძაბულ ბრძოლაში 4:6, 6:3, 6:2 დაამარცხა და US Open-ის ნახევარფინალში ზედიზედ მე-11-ედ გააღწია.

სერენას მეტოქე ვიქტორია აზარენკა იქნება. მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა ელიზ მერტენსის ბარიერი მარტივად გადალახა და ბელგიელი მეტოქე 6:1, 6:0 გაანადგურა. უილიამსსა და აზარენკას შორის საუკეთესო ფინალურ შეხვედრაში ნაომი ოსაკასა და ჯენიფერ ბრეიდის წყვილის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ვაჟთა შორის ნახევარფინალური შეხვედრები 12 სექტემბერსაა ჩანიშნული. ქალბატონები კი ფინალისტების ვინაობას 11 სექტემბერს გაარკვევენ.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში