შეთანხმება მიღწეულია - ჯაკომო ბონავენტურა ფიორენტინას ფეხბურთელია
Aa
Aa

შეთანხმება მიღწეულია - ჯაკომო ბონავენტურა ფიორენტინას ფეხბურთელია

"ფიორენტინას" ოფიციალური ფებ-გვერდი ადასტურებს, რომ იტალიელი ნახევარმცველი ჯაკომო ბონავენტურა დღეიდან "ვიოლას" ფეხბურთელია.

ყველანაირი შეთანხმება მიღწეულია, ჯაკომო სულ მალე სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ახალი სეზონისთვის მოემზადება.  ჯერჯერობით კონტრაქტის დეტალები და სატრანსფერო ღირებულება უცნობია.

ჯაკომომ საფეხბურთო კარიერა "ატალანტაში" დაიწყო. იტალიელმა ბერგამოში 8 სეზონი დაჰყო, ჩაატარა 135 შეხვედრა და 24 გოლი გაიტანა. 2015 წელს ბონავენტურა "როსონერიში' გადაბარგდა. 31 წლის ფეხბურთელისთვის "მილანური" კარიერის პირველი წლები შესანიშნავი იყო. საფეხბურთო ექსპერტები მას კლუბის ლიდერად და იტალიური ფეხბურთის გამორჩეულ ნახევარმცველად მოიაზრებდნენ, მაგრამ სამწუხაროდ ჯაკომო გაუთავებელმა ტრავმებმა დატანჯეს.

ჯამში ბონავენტურამ "მილანის" მაისურით 184 შეხვედრა ჩაატარა და 35 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები