ლუის ენრიკე: „ბაიერნის“ ნახევარფინალში გასვლით მოხარული ვარ
Aa
Aa

ლუის ენრიკე: „ბაიერნის“ ნახევარფინალში გასვლით მოხარული ვარ

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ „ჩემპიონთა ლიგის“ განმეორებით მეოთხედფინალურ შეხვედრაში მიუნხენის „ბაიერნმა“ პორტუ“ ანგარიშით 6-1 გაანადგურა და მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა. ამ ფაქტს კი „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი, ლუის ენრიკე გამოეხმაურა და მიუნხენური გუნდის თავკაცს, ხოსეპ გუარდიოლას გამარჯვება მიულოცა.

 

„გუარდიოლა ჩემი დიდი მეგობარია და მისი გუნდის ნახევარფინალში გასვლით ძალიან მოხარული ვარ. პირველი მატჩის შემდეგ, საკმაოდ ბევრი თვლიდა, რომ მიუნხენელებისთვის „ჩემპიონთა ლიგაზე“ გამოსვლა დამთავრებული იყო, თუმცა „ბაიერნმა“ საკუთარი ძალა კიდევ ერთხელ აჩვენა და არაერთი ტრავმირებული მოთამაშის მიუხედავად „პორტუ“ 6-1 გაანადგურა. ეს გამარჯვება კი მეტწილად სწორედ გუარდიოლას დამსახურებაა“ - განაცხადა ლუის ენრიკემ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები