ამერიკის ღია პირველობა - კალაშნიკოვა მერვედფინალში გავიდა
Aa
Aa

ამერიკის ღია პირველობა - კალაშნიკოვა მერვედფინალში გავიდა

ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა ამერიკის ღია პირველობის ქალთა წყვილთა თანრიგში 1/8 ფინალურ ეტაპზე გავიდა. 

ოქსანა გათამაშებაზე ვეტერან რუს ალა კუდრიავცევასთან ერთად ასპარეზობს. ქართულ-რუსულმა დუეტმა პირველ წრეში ამერიკული წყვილი ჯენიფერ ბრეისი და კაროლინ დოულჰეიდი სამ სეტში - 2:6; 6:4; 7:5 დაამარცხა.

მომდევნო ეტაპზე კალაშნიკოვასა და კუდრავცევას წყვილი ჩეხ და ნედერლანდელ დუეტს დაუპირისპრიდება. მეტოქეები კვეტა პეშკე და დემი შურსი იქნებიან.

ოქსანა კალაშნიკოვა WTA-ს წყვილთა რეიტინგში 58-ე ადგილზეა. ქართველის აქტივში 1425 ქულაა. 

აქვე გეტყვით, რომ პრაღაში ეკატერინე გორგოძისა და სოფია შაფათავს წყვილი მერვედფინალში დამარცხდა. ქართველემა თავიანთი მატჩი 2 სეტში - 4:6 1:6 წააგეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები