Aa Aa
28 აგვისტო 2020  |  12:30

რაკიტიჩი სევილიაში დაბრუნებას უახლოვდება

ესპანური Sport-ის ინფორმაციით, ივან რაკიტიჩი „ბარსელონაში“ უკანასკნელ საათებს ატარებს და ხორვატი მალე მის ყოფილ კლუბს „სევილიას“ შეუერთდება.

წყაროს ცნობით, ხორვატი „დალაქებთან“ 3-4 წლიან კონტრაქტს გააფორმებს, რომელიც მის კარიერაში ბოლო იქნება.

როგორც ცნობილია, რონალდ კუმანი მას ესაუბრა და აცნობა, რომ ახალი სეზონიდან იგი გუნდის გეგმებში აღარ შედიოდა. რაკიტიჩი ვიდალთან, უმტიტისთან და სუარესთან ერთად წამსვლელთა სიაში ერთ-ერთი პირველი შეიყვანეს.

ივანს „ბარსელონასთან“ არსებული ხელშეკრულება 2021 წლის ზაფხულში უსრულდება და კლუბი მისი ახლა გაყიდვის წინააღმდები არ არის. 32 წლის შუახაზელის სანაცვლოდ „სევილიას“ სავარაუდოდ 5-10 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს, რაც ტრანსფერს კიდევ უფრო რეალურს ხდის.

შეგახსენებთ, რომ ხორვატმა ნახევარმცველმა თავისი კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო წლები 2011-იდან 2014-მდე სწორედ ანდალუსიელთა რიგებში გაატარა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

კრისტალბეთის მატარებელი დაიძრა!

კრისტალბეთის მატარებელი დაიძრა!

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში